მთავარი რედაქტორის წინასიტყვა

ავტორები

  • თამაზ ფუტკარაძე აჭარის საარქივო სამმართველო Author

საკვანძო სიტყვები:

არხეიონი, არქივი, აჭარა

ანოტაცია

ძვირ­ფა­სო მკით­ხვე­ლო,

წარ­მო­გიდ­გენთ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის მო­რიგ, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად მრა­ვალ­ფე­რო­ვან ნო­მერს, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის, წყა­როთ­მცოდ­ნე­ო­ბის, არ­ქე­ო­ლო­გი­ის, რე­გი­ო­ნუ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ტრან­სფორ­მა­ცი­ე­ბის ამ­სახ­ველ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მებ­სა და სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტებს.

წლე­ვან­დე­ლი გა­მო­ცე­მა თა­ვი­სი თე­მა­ტუ­რი დი­ა­პა­ზო­ნით კი­დევ ერ­თხელ უს­ვამს ხაზს წარ­სუ­ლის კრი­ტი­კუ­ლი გა­აზ­რე­ბის, სა­არ­ქი­ვო მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნი­სა და ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის ფორ­მა­ცი­ა­ში შე­მო­ნა­ხუ­ლი ფე­ნე­ბის კვლე­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

ნო­მერ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს ქარ­თუ­ლი და რე­გი­ო­ნუ­ლი ის­ტო­რი­ის უც­ნობ ან ნაკ­ლე­ბად შეს­წავ­ლილ მა­სა­ლებს „აფ­ხა­ზე­თის სა­კა­თა­ლი­კო­ზოს“, საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­უ­ლი აპა­რა­ტის, იდე­ო­ლო­გი­უ­რი დიქ­ტა­ტუ­რის და „უღ­მერ­თო­ბის“ ბი­უ­როკ­რა­ტი­ზა­ცის, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის, რე­გი­ო­ნუ­ლი ის­ტო­რი­ის და სხვა პრობ­ლე­მა­ტი­კის შე­სა­ხებ.

 ჟურ­ნა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს წარ­მო­ად­გენს ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 1923 წლის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო აღ­წე­რის სრუ­ლი და უნი­კა­ლუ­რი სა­არ­ქი­ვო მო­ნა­ცე­მე­ბი თე­მე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რაც ფას­და­უ­დე­ბე­ლი სა­ფუძ­ვე­ლია რე­გი­ო­ნუ­ლი დე­მოგ­რა­ფი­ი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ის მკვლევ­რე­ბის­თვის.

ჟურ­ნა­ლის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას კი­დევ უფ­რო აძ­ლი­ე­რებს რუბ­რი­კე­ბი („რას მოგ­ვით­ხრობს ძვე­ლი ფო­ტო?“, „მე­ეტ­ლე­თა ნიხ­რე­ბი ბა­თუმ­ში“, „იმ­პე­რი­ის ხელ­ში სა­ვა­ლა­ლო დღე­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ტაძ­რე­ბი“, „საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის დრო­ინ­დე­ლი იუ­მო­რი“ და ა.შ.), რომ­ლე­ბიც ცოც­ხალ, სა­ხა­ლი­სო და შე­მეც­ნე­ბით დე­ტა­ლებ­ში აცოც­ხლებს ძვე­ლი ბა­თუ­მი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სულს.

ვფიქ­რობთ, ეს ნო­მე­რი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბი­სა და არ­ქი­ვის­ტე­ბი­სათ­ვის, ისე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სუ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის.

გამოქვეყნებული

2026-10-30

გამოცემა

სექცია

რედაქტორის წინასიტყვა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

1-10 — 43

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.