მთავარი რედაქტორის წინასიტყვა
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2233-3541.2025.27.01საკვანძო სიტყვები:
აჭარის საარქივო სამმართველო, არხეიონი, ჟურნალი არხეიონიანოტაცია
მკითხველის წინაშე სამსჯავროზე გამოგვაქვს აჭარის საარქივო სამმართველოს სამეცნიერო ჟურნალ არხეიონის მორიგი 27-ე ნომერი. მასში წარმოდგენილია როგორც სხვადასხვა დარგის მკვლევართა ნაშრომები, ასევე საარქივო დოკუმენტური წყაროები. ჟურნალი შესაძლებლობას აძლევს მკითხველ საზოგადოებას გაეცნოს ისტორიული წყაროებისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის პროცესში მიღწეული ახალი შედეგები. ჟურნალში დაბეჭდილი სტატიები ეყრდნობა როგორც საარქივო დოკუმენტურ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურას, ასევე თანამედროვე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში აპრობირებულ მეთოდებს და ინტერდისციპლინარულ ხედვებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ისტორიის, ასევე ყოფისა და კულტურის ნაკლებადცნობილ პრობლემებზე.
ჟურნალში მკითხველი გაეცნობა ჯვრისწერასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, რომლებიც დაცულია აჭარის საარქივო სამმართველოს ფონდებში, ნიკო ბერძენიშვილის ცხოვრებისა და მეცნიერული მემკვიდრეობის ამსახველ მონაცემებს, ეროვნული გვარდიის გენეზისის საკითხებს, 1923 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალებს და სხვ.
ვფიქრობთ, რომ ჟურნალში დაბეჭდილი სამეცნიერო სტატიები და საარქივო დოკუმენტური წყაროები არა მხოლოდ გაამდიდრებს არსებულ ცოდნას, არამედ წაახალისებს მომავალ მკვლევარებს წარსულისა და თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი საკითხების მეცნიერული შესწავლისათვის.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი იტოვებს მხოლოდ პირველი გამოქვეყნების უფლებას.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



.webp)

