სვანეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესში (1918–1921)
საკვანძო სიტყვები:
არქივი, არხეიონი, აჭარაანოტაცია
აბსტრაქტი. სტატიაში განხილულია სვანეთის პოლიტიკური, ადმინისტრაციული, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების ძირითადი ასპექტები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921 წწ.) არსებობის პერიოდში. კვლევა საქართველოს დამფუძნებელი კრების მასალებს, იმდროინდელ პერიოდულ პრესას, საარქივო დოკუმენტებსა და მემუარულ წყაროებს ეფუძნება, რაც შესაძლებლობას იძლევა სვანეთის მიმართ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების რეგიონული პოლიტიკა კომპლექსურად შეფასდეს და გამოიკვეთოს მისი ძირითადი პრიორიტეტები. სტატიაში გაანალიზებულია ადგილობრივი თვითმმართველობის (ერობების) ფორმირების პროცესი, მოსახლეობის მონაწილეობა დემოკრატიულ არჩევნებში, სახელმწიფო ადმინისტრაციის საქმიანობა და რეგიონის საერთო სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში ადმინისტრაციული მმართველობის გაძლიერების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, გზების, განათლების, ჯანდაცვის, კავშირგაბმულობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ რეფორმებს ეთმობა. ასევე განხილულია ხელისუფლების მცდელობა, ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ეფექტიანი მმართველობის სისტემა შეექმნა და რეგიონის მდგრადი განვითარება უზრუნველეყო. კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკას სვანეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰქონდა, რის გამოც ბოლშევიკურმა პროპაგანდამ რეგიონში ფართო სოციალური დასაყრდენის შექმნა ვერ შეძლო. ამასთანავე, ნაჩვენებია, რომ ხელისუფლება მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას სახელმწიფოებრივი მშენებლობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდა და განსაკუთრებულ ყურადღებას სვანეთის სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლასა და ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მის სრულფასოვან ჩართვას უთმობდა. დასკვნის სახით ხაზგასმულია, რომ მიუხედავად რთული შიდა და საგარეო პოლიტიკური ვითარებისა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა სვანეთის მოდერნიზაციისა და რეგიონული განვითარების მნიშვნელოვან პროცესებს, რომელთა ბუნებრივი განვითარება 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შედეგად შეწყდა.
საკვანძო სიტყვები: სვანეთი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეგნატე გაბლიანი, გრიგოლ ცინცაბაძე, სოლომონ ვადაჭკორია.
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2026 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი იტოვებს მხოლოდ პირველი გამოქვეყნების უფლებას

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



.webp)

