მურჯახეთის სტელა: ნაყოფიერების წინაქრისტიანული კულტი და ფუნქციონალურ სემანტიკური ტრანსფორმაციები ჯავახეთის ეთნოკულტურულ სივრცეში
საკვანძო სიტყვები:
ჯავახეთი, მეგალითური კულტურა, ნაყოფიერების მაგია, ფალიკური კულტი, ეთნოკულტურული ტრანსფორმაცია, საველე ეთნოგრაფიაანოტაცია
აბსტრაქტი.წინამდებარე სტატიაში კომპლექსურადაა შესწავლილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთში მდებარე წინაქრისტიანული ხანის მონოლითური სტელა. ნაშრომის მიზანია ძეგლის სემანტიკური არსის რეცეფცია, მასზე არსებული რელიეფური სიმბოლიკის კოსმოგონიური ანალიზი და მასთან დაკავშირებული მაგიურ-რიტუალური პრაქტიკის ეთნოგრაფიული რეკონსტრუქცია. კვლევა ეფუძნება ინტერდისციპლინურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ავტორის მიერ მოპოვებულ საველე-ეთნოგრაფიულ მასალებს, საარქივო დოკუმენტებსა და ისტორიულ-შედარებით ანალიზს. ნაშრომში განხილულია სამეცნიერო დისკურსში არსებული ორი ძირითადი თეორია (მეგალითური ვეშაპოიდებისა და ფალიკური კულტის შესახებ) და ნაჩვენებია მათი შესაძლო სინკრეტული ბუნება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლაქტაციისა და უშვილობის მკურნალობის მიზნით შესრულებულ სარიტუალო ციკლებს, სადაც გამოკვეთილია სიმპათიკური მაგიისა და ქთონური კულტების ელემენტები. კვლევის შედეგად დგინდება, რომ მურჯახეთის სტელამ, როგორც რეგიონულმა საკრალურმა ცენტრმა, განიცადა მრავალშრიანი ფუნქციონალურ-სემანტიკური ტრანსფორმაცია — იგი ორგანულად შეერწყა გვიანდელ ქრისტიანულ ფოლკლორულ ნარატივებს, ხოლო XIX საუკუნიდან წარმატებით მოახდინა მიგრირებული სომხური მოსახლეობის რელიგიურ-საყოფაცხოვრებო რეალობაში ინტეგრირება.
საკვანძო სიტყვები: მურჯახეთის სტელა, ჯავახეთი, მეგალითური კულტურა, ნაყოფიერების მაგია, ფალიკური კულტი, ეთნოკულტურული ტრანსფორმაცია, საველე ეთნოგრაფია.
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2026 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი იტოვებს მხოლოდ პირველი გამოქვეყნების უფლებას

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



.webp)

