საქართველო-ნატოს ურთიერთობა და ამერიკის შეერთებული შტატები
საკვანძო სიტყვები:
ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო, საქართველოანოტაცია
სოციალიზმის საერთაშორისო სისტემის ნგრევამ და პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი სუვერენული სახელმწიფოების აღმოცენებამ გამოიწვია, მსოფლიოს პოლიტიკური რუკის კორექტირება, ახალი სახელმწიფოების წარმოშობა და გლობალური გეოსტრატეგიული ცვლილებები, რამაც სათავე დაუდო საერთაშორისო ურთიერთობათა ახალ ეპოქას. წარმოიშვა ძალთა ახალი ცენტრები, რომელთა შორის გავლენის სფეროებისთვის გაჩაღებულმა ბრძოლამ კიდევ უფრო დაძაბა საერთაშორისო წინააღმდეგობები. სამხრეთ კავკასია, უფრო ფართო გაგებით, შავი ზღვა-კასპიისპირეთის რეგიონი, იქცა გლობალური და რეგიონული მასშტაბის ზესახელმწიფოების მეტოქეობის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სივრცედ „ცივი ომის“ შემდგომ ეპოქაში, რომელმაც დაპირისპირების უმაღლეს დონეს აღნიშნული მოვლენების დროს მიაღწია. 1. ნატო გააქტიურდა რეგიონში და ინტენსიურად დაიწყო შავ ზღვაში სამხედრო ნაოსნობა, ერთობლივი წვრთნები და „ფლაგ შოუ ვიზიტები“. 2. ევროკავშირი და ნატო ბულგარეთ-რუმინეთის მიმართულებით გაფართოვდა (2007 წ.), ხოლო რეგიონის სამმა სახელმწიფომ - უკრაინამ, საქართველომ და მოლდავეთმა - ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიიღეს მტკიცე პირობა, რომ ისინი ერთ დღეს ალიანსის წევრები გახდებოდნენ. ამ და სხვა მოვლენებმა, შავი ზღვა და მასთან სამხრეთ კავკასია აქცია გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთ საკვანძო საკითხად.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2023 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი იტოვებს მხოლოდ პირველადი გამოქვეყნების უფლებას.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



.webp)

