ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფების როლი ტოტალური თავდაცვაში
საკვანძო სიტყვები:
აქტიური რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი, სამოქალაქო თავდაცვა, სამხედრო თავდაცვა, ტოტალური თავდაცვაანოტაცია
როგორც ცნობილია, დღესდღეობით საქართველოს გააჩნია ორი სახის რეზერვი, აქტიური და სამობილიზაციო რეზერვი. აქტიური რეზერვი საკუთრივ მოიცავს სპეციალისტთა რეზერვს და ტერიტორიული პრინციპით შერჩეულ მოხალისე მოსახლეობის გაერთიანებას ანუ ტერიტორიულ რეზერვს, რომლებიც ირიცხებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფებში. საქართველოს კანონი - თავდაცვის კოდექსის მიხედვით.1 აღნიშნული დანაყოფები (ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონები) განლაგებულია საქართველოს რეგიონების მიხედვით და მათი დაკომპლექტება ხდება რეგიონში მცხოვრები მოსახლეობით, რომელთა დარეგისტრირება, შეკრება და შესაბამისად გადამზადება ხორციელდება კანონით დადგენილი წესისასა და დანაყოფებ- ში წინასწარ შედგენილი გეგმა-გრაფიკების მიხედვით. ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფებში გაწევრიანება ხდება ნებაყოფლობით, 4 წლიანი ხელშეკრულების გაფორმებით. ეს დანაყოფები აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, ეროვნებისა და აღმსარებლობის საქართველოს მოქალაქეებს. სასწავლო შეკრებები ხელს უწყობს ტერიტორიულ რეზერვში გაწევრიანებულ ერთი რეგიონის მოქალაქეებს ერთმანეთის უკეთ გაცნობაში, დაახლოებაში და ერთ გუნდად შეკვრაში, რაც წინაპირობაა ქმედითუნარიანი დანაყოფების ჩამოყალიბებისა, რომელი დანაყოფებიც საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება ადგილობრივ თვითმართველობის მხარდასაჭერად საგანგებო სიტუაციების, სტიქიური უბედურების და ქვეყანაში საომარი ვითარების შექმნის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში ქვეყნის თავდაცვისათვის გატარებულ ყველა ღონისძიებაში. წინამდებარე სტატია ეხება საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების პარალელურად ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფების როლის წარმოჩენას ტოტალურ თავდაცვის საერთო ჭრილში და მათ მნიშვნელობას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების თვალსაზრისით, რომლებიც თავისი არსით წარმოადგენენ ე.წ. ტოტალური თავდაცვის ნაწილს, რომლის დანერგვაზეც წლების წინ აქვს გაცხადებული საქართველოს მთავრობას.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 არხეიონი

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
You are free to:
- Share — copy and redistribute the material in any medium or format
- The licensor cannot revoke these freedoms as long as you follow the license terms.
Under the following terms:
- Attribution — You must give appropriate credit , provide a link to the license, and indicate if changes were made . You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
- NonCommercial — You may not use the material for commercial purposes .
- NoDerivatives — If you remix, transform, or build upon the material, you may not distribute the modified material.
- No additional restrictions — You may not apply legal terms or technological measures that legally restrict others from doing anything the license permits.


.webp)

