ქართველოს ეროვნული გვარდიის გენეზისი

ავტორები

  • გოჩა ბათაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი Author

DOI:

https://doi.org/10.52340/PUTK.2233-3541.2025.27.05

საკვანძო სიტყვები:

წითელი გვარდია, სახალხო გვარდია, ეროვნული გვარდია, საქართველოს უსაფრთხოება, ტერიტორიული თავდაცვა, დემოკრატიული უსაფრთხოება

ანოტაცია

საქართველოს ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბება ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო მთავრობის მიერ. ის არ წარმოადგენს მხოლოდ სამხედრო-საწესდებო დანაყოფს ─ ეს არის ინსტიტუცია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე იქცა სახელმწიფოს თავდაცვის სტრუქტურის საყრდენად. გვარდიის შექმნის აუცილებლობა განპირობებული იყო 1990-იანი წლების დასაწყისის მძიმე პოლიტიკური, ეთნიკური და სოციალური გამოწვევებით, რომლებმაც საჭირო გახადა ეროვნული ტიპის შეიარაღებული ფორმირების სწრაფი და ფუნქციური ჩამოყალიბება. ეროვნული გვარდიის შექმნას წინ უძღოდა წითელი და სახალხო გვარდიის გამოცდილება, რომლებიც საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1917–1921) ასრულებდნენ გადამწყვეტ როლს ეროვნული თავდაცვის, შიდა სტა- ბილურობისა და სამოქალაქო წესრიგის დაცვაში. გვარდიული მოდელის ეს ისტორიული წიაღი განაპირობებს იმ კონცეპტუალურ ჩარჩოს, რომელზეც დამოუკიდებ- ელმა საქართველომ XX საუკუნის ბოლოს სცადა ეროვნული სამხედრო ინსტიტუციის აღდგენა.

დასავლური ტიპის ეროვნულ გვარდიაზე ორიენტირება არ იყო მხოლოდ სტრატეგიული ან იდეოლოგიური არჩევანი ─ ეს იყო უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნისა და ეროვნული თავდაცვის სუვერენული მოდელის ჩამოყალიბების პირველი ნაბიჯი. თუმცა, პრაქტიკაში გვარდიის პოლიტიზება, მისი დაქვემდებარებულობის პრობლემები და სტრუქტურული არასტაბილურობა მნიშვნელოვნად ზღუდავდა მისი ფუნქციური განხორციელების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიზე- ზით, ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ ინსტიტუციური, სამარ- თლებრივი და პოლიტიკური ფაქტორების ანალიზს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს გვარდიის განვითარებაზე.

კვლევა მიმართულია არა მხოლოდ ისტორიული პროცესების აღწერაზე, არამედ ეროვნული გვარდიის გარშემო დაგროვებული გამოწვევების სისტემურ გაანალიზებაზე ─ დისციპლინის დეფიციტიდან დაწყებული, სამართლებრივი სტატუ- სის გაურკვევლობით დასრულებული. საკითხების დეტალური შეფასება ეფუძნება, როგორც პირველწყაროებზე (ოფიციალურ დოკუმენტებსა და არქივებს), ისე იმ მაღალი რანგის პირების მოგონებებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გვარდიის შექმნასა და რეფორმირებაში.

ავტორის ბიოგრაფია

  • გოჩა ბათაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    გოჩა ბათაძე ─ საჯარო მმართველობის მაგისტრი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი;

     ელ.ფოსტა: gochabatadze@gmail.com

წყაროები

Kvinitadze 2014: Kvinitadze George, My Memories (1917-1921), Vol. II, Tbilisi, 2014. Mazniashvili 1927: Mazniashvili George, Memories 1917-1925, “State Publishing House”, Tiflis, 1927.

Silakadze 2011: Silakadze Dimitri, “On the issue of the organizational-staff structure and number of the People’s Guard of the First Democratic Republic of Georgia” – Proceedings of the History of Georgia of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, III Tbilisi, 2011.

Collection 1990: collection of Legal Acts of the Democratic Republic of Georgia,

Tbilisi, 1990;

Karkarashvili 2025: Karkarashvili Gia, The Treasure of the Fatherland (1989-1992), LLC “Favorite Style”, Tbilisi 2025.

Jugeli 2022: Jugeli Valiko, Heavy Cross (Records of a People’s Guard), Publishing

House “Ziari”, Tbilisi, 2022.

Archival sources:

Central State Archives Of Ajara, fund R-1, description 1, case. 23, paper 13/a.

32/b.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-10-20

გამოცემა

სექცია

Articles

მსგავსი სტატიები

1-10 — 12

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.