მისია და მიზანი
ჟურნალის მისიაა, გამოაქვეყნოს საარქივო დოკუმენტური წყაროები, გააშუქოს ჰუმანიტარული მეცნიერებების აქტუალური საკითხები, წარმოაჩინოს და ფართო საზოგადოებას გააცნოს სამეცნიერო მიღწევები, ითანამშრომლოს მაღალი დონის ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებთან, საარქივო დაწესებულებებთან, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მკვლევართა / მეცნიერთა ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, უზრუნველყოს კვლევის შედეგების საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესში მაქსიმალური ინტეგრაცია და ინტერნაციონალიზაცია, რაც ღირსეულად წარმოაჩენს აჭარის საარქივო სამმართველოს სამეცნიერო-კვლევით პოტენციალს.
ჟურნალ "არხეიონის" მიზანია იყოს რეიტინგული (საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი) სამეცნიერო გამოცემა, სადაც გამოქვეყნდება მაღალკვალიფიციური ქართველოლოგიური (ენათმეცნიერული, ეთნოგრაფიული, ისტორიული, ლიტერატურული, ფოლკლორული...) ნაშრომები / კვლევები, რომლებიც უპასუხებს ჰუმანიტარული მეცნიერებების თანამედროვე გამოწვევებს. მისი მიზანია საარქივო სამმართველოს სამეცნიერო საქმიანობის წარმატებით განხორციელების მხარდაჭერა, ახალგაზრდა მკვლევარების მხარდაჭერა, ინტერდისციპლინარული კვლევის წახალისება, საარქივო დოკუმენტების პუბლიკაცია - სამეცნიერო ბრუნვაში მიმოქცევა.
ეს არის პროფესიონალური, ონლაინ გამოცემა, რომლის მიზანია ღია სივრცის შექმნა საარქივო დოკუმენტებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებების სხვადასხვა სფეროში თეორიული და პრაქტიკული იდეების, ასევე დოკუმენტური წყაროების გაცვლისთვის.
ჟურნალის მიზანია აგრეთვე აკადემიური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა საარქივო დაწესებულებებს, არქივსა და სხვა სასწავლო - საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის.
,,არხეიონის” რედაქცია მიესალმება მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებულ, თეორიასა ან პრაქტიკაზე ორიენტირებულ სტატიებსა ჰუმანიტარული დარგის სხვადასხვა სფეროში.
ჩვენ ვცდილობთ ინტეგრირებულნი ვიყოთ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში. ჟურნალში წარდგენილი თითოეული სტატია გაიგზავნება რეცენზირებისთვის ანონიმურ ექსპერტებთან.


.webp)

