მეღვინეობის ტრადიციები საქართველოსა და საფრანგეთის კულტურულ დისკუსში
საკვანძო სიტყვები:
ეროვნული იდენტობა, ღვინო, საქართველო, საფრანგეთიანოტაცია
აბსტრაქტი. საქართველოსა და საფრანგეთში მევენახეობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ის ორივე ქვეყნის კულტურული და ისტორიული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. სტატიაში ტრადიციული ქართული და ფრანგული მეღვინეობის პრაქტიკის შედარებითი კვლევაა წარმოდგენილი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ქართულ ქვევრზე და ფრანგულ - შატოს ღვინოზე. ტერუარის, კულტურული მემკვიდრეობის და იდენტობის კონსტრუქციის კონცეფციების ანალიზი და კვლევა ღვინოს წარმოაჩენს, როგორც ეროვნული იდენტობის ინსტრუმენტს. საქართველოში, ქვევრის მეღვინეობის ტრადიცია, რომელიც იუნესკოს მიერ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული, ანტიკური ისტორიის ნაწილია: ვაზი და ღვინო ცენტრალურ ადგილს იკავებს რელიგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. საფრანგეთში, ტერუარები და დიდი მეღვინეობის მამულები ხელს უწყობენ ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებულია ხარისხზე, ექსპერტიზასა და ადგილობრივი ტერიტორიების პოპულარიზაციაზე. კვლევა ასევე ხაზს უსვამს განსხვავებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის წარმოდგენილი ღვინის მემკვიდრეობა. საქართველო ღვინის სიძველეს, ოჯახურ ტრადიციასა და რიტუალებს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო საფრანგეთი უფრო დიდ ყურადღებას ამახვილებს ტერუარების იერარქიაზე, კლასიფიკაციებსა და Grand Crus („გრან კრუ“ უმაღლესი ხარისხის ღვინო) ღვინოების საერთაშორისო იმიჯზე. ამ განსხვავებების მიუხედავად, ორივე ქვეყანა აღიქვამს ღვინოს, როგორც ცოცხალ მემკვიდრეობას.
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2026 Authors Retain All Rights. The Journal Has the Right of the First Publication

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



.webp)

