აკადემიკოს კორნელი კეკელიძის გამოუქვეყნებელი ნაშრომი „აფხაზეთის საკათალიკოზო“
ანოტაცია
აბსტრაქტი. საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის სიმონ ჯანაშიას პირად ფონდში ინახება აკადემიკოს კორნელი კეკელიძის გამოუქვეყნებელი ნაშრომი „აფხაზეთის საკათალიკოზო“. ნაშრომი მოიცავს მცირე ფორმატის მანქანაზე ნაბეჭდ ათ გვერდს. ნაშრომში ალაგ-ალაგ გვხვდება კალმით ჩასწორებები, ხოლო ბოლოში მოცემულია გამოყენებული ლიტერატურა და კალმით გაკეთებული ინიციალები „კ. კ.“, რომლის ბოლო ასოსთან კვადრატულ ფრჩხილში მიწერილია „ეკელიძე“, ანუ „კ. კეკელიძე“. აღნიშნული ადასტურებს, რომ ნაშრომი ეკუთვნის კორნელი კეკელიძეს (ხელმოწერა ემთხვევა კორნელი კეკელიძის კალიგრაფიას). გარდა ამისა, ნაშრომის ბოლოს, უკიდურეს მარცხენა ქვედა კიდესთან არის მინაწერი „ს. ჯანაშია“. ეს გარემოება და ის, რომ ნაშრომი აღმოჩნდა აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას პირად ფონდში, გვაფიქრებინებს, რომ კორნელი კეკელიძემ ნაშრომი, სავარაუდოდ რეცენზიისთვის, სიმონ ჯანაშიას გადასცა, ხოლო, დიდი ალბათობით, ამ უკანასკნელმა მცირე კორექტივები შეიტანა მასში (ნაშრომში არსებული ჩასწორებები, ჩვენი აზრით, სიმონ ჯანაშიას კალიგრაფიას ჰგავს). ნაშრომის ბოლოს მითითებულია გამოყენებული ლიტერატურა, რომელთაგან ყველაზე გვიან გამოქვეყნებული ნაშრომი 1930 წლით თარიღდება. როგორც ვიცით, აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია 1947 წელს გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აკადემიკოს კორნელი კეკელიძის დასახელებული ნაშრომი 1930-1947 წლებს შორის პერიოდში დაიწერა. კ. კეკელიძე ნაშრომში არგუმენტირებულად საუბრობს აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბების დროსა და გარემოებებზე და როგორ მოიპოვა მცხეთის საკათალიკოსომ გარკვეული პრივილეგიები ერთიან ქართულ სამეფოში (საქართველოს სამეფოში), სადაც ორივე საკათალიკოსო თანაარსებობდა. კ. კეკელიძის აღნიშნული გამოუქვეყნებელი ნაშრომი ფართო განსჯის საგანი პირველად ხდება. სტატიაში გამოყენებულია შინაარსობრივი ანალიზის მეთოდი.
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2026 ველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი იტოვებს მხოლოდ პირველი გამოქვეყნების უფლებას

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



.webp)

