ზაქარია ჩიჩუას გამოუქვეყნებელი ნაშრომი „ჩემი არქივი“
DOI:
https://doi.org/10.52340/PUTK.2233-3541.2025.27.03საკვანძო სიტყვები:
ზაქარია ჩიჩუა, იოსებ სტალინი, ისიდორე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილიანოტაცია
საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალურ საისტორიო არქივში (ფონდი 2135, ანაწერი 1, საქმე 1) ინახება ცნობილი სოციალ-დემოკრატის, ფარმაცევტის ზაქარია ჩიჩუას (1875-1951) გამოუქვეყნებელი ნაშრომი „ჩემი არქივი“, რომელიც ორი რვეულისგან შედგება. მოგონებები 1929 წელს ემიგრაციაში, საფრანგეთშია დაწერილი, ნაწერი შავი ფერის კალმით არის შესრულებული და ბევრ ადგილას გადაშლილია, ჩამატებულია სიტყვები, თან ახლავს ავტორის კო- მენტარები. ნაშრომის ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს XIX საუკუნის მიწურული- დან 1905 წლის ჩათვლით პერიოდს. ზაქარია ჩიჩუა საუბრობს მოგონებების დაწერის მიზანზე, მისი აზრით ეს მოგონებები იქნება მისი დროის სარკე, ვინც მასში ჩაიხედავს, დაინახავს ნაკლოვანებებს, მის მიერ ბარდ-ეკლიან, ვიწროდ თუ ფარ- თოდ გავლილ გზას. ზაქარია ჩიჩუას ნაშრომი მრავალი ასპექტითაა საინტერესო, აქ აღწერილია იმ პერიოდში (XIX ს-ის მიწურული) ოზურგეთის სასულიერო სემინარიაში დამკვიდრებული მანკიერი სწავლის მეთოდები, რომელიც მოსწავლეს სკო- ლას აძულებდა და ცოდნას კი არ აძლევდა. ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა ქართული სოციალ-დემოკრატიის ჩამოყალიბების პროცესს, მის ორ მიმდინარეობას შორის არსებულ წინააღმდეგობებს, მუშებისა და სტუდენტების ბრძოლას უფლებებისთვის, 1905 წლის რევოლუციას და ა. შ. ავტორმა დროის გარკვეული ნაწილი რუსეთში გაატარა, რაც ასახულია მოგონებებში. ნაშრომში დიდი როლი ეთმობა ისეთი ცნობილი ქართველი სოციალ-დემოკრატების მოღვაწეობას, როგორებიც არიან: იოსებ სტალინი, ნოე ჟორდანია, ისიდორე რამიშვილი, ნოე რამიშვილი, ბენია ჩხიკვიშვილი, ნოე ხომერიკი, ფილიპე მახარაძე, მიხა ცხაკაია, საშა წულუკიძე, ვლასა მგელაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე და სხვები. ზაქარია ჩიჩუას აღნიშნული ნაშრომი მნიშვნელოვანი წყაროა XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწ- ყისის საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შესასწავლად.
წყაროები
References:
Independent Georgia 1929: Newspaper "Independent Georgia", No. 41. Paris, 1929
Fighting Georgia 1952: Newspaper "Fighting Georgia" No. 1. Paris, 1952
Chveni Drosha 1952: Magazine "Chveni Drosha" No. 11. Paris, 1952
Archival sources:
Central Historical Archive of the National Archives of Georgia. Fund 2135. Transcript 1.
Case 1.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ARCHEION

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
You are free to:
- Share — copy and redistribute the material in any medium or format
- The licensor cannot revoke these freedoms as long as you follow the license terms.
Under the following terms:
- Attribution — You must give appropriate credit , provide a link to the license, and indicate if changes were made . You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
- NonCommercial — You may not use the material for commercial purposes .
- NoDerivatives — If you remix, transform, or build upon the material, you may not distribute the modified material.
- No additional restrictions — You may not apply legal terms or technological measures that legally restrict others from doing anything the license permits.


.webp)

