მდინარე ჭოროხზე ბარკასით ნაოსნობის ისტორიისათვის
საკვანძო სიტყვები:
მდინარე ჭოროხი, ბარკასი, ნაოსნობა, ჭოროხიანოტაცია
მდ. ჭოროხზე ნაოსნობა იღებს სათავეს შორეული წარსულიდან. იგი მუდამ ასრულებდა მნიშვნელოვან როლს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამეურნეოეკონომიკურ ცხოვრებაში. ჭოროხის სანაოსნო გზით შავშეთ-იმერხევის(ისტორიული კლარჯეთი), ნიგალის (ართვინი) მხარეები უკავშირდებოდნენ ზღვბისპირეთს (თ. ბერაძე, 1981;128-129; რ. უზუნაძე, 2001:227). ნაოსნობაში გამოიყენებოდა მდინარის ჰიდროგრაფიულ პირობებს შეხამებული ნავი. იგი ცნობილია `ჭოროხული ნავის~ სახელწოდებით (ალ. დავითაძე, 1983:63). ნავებით ართვინიდან (ძვ. ნიგალი), ბორჩხადან (ძვ. ფორჩხა) და სხვა მდინარისპირა პუნქტებიდან ბათუმში ჩამოჰქონდათ ტვირთები, გადმოჰყავდათ მგზავრები და პირიქით
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი იტოვებს მხოლოდ პირველადი გამოქვეყნების უფლებას.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



.webp)

