გერმანელები კახეთში
საკვანძო სიტყვები:
გერმანელები , რუსეთის იმპერია , კოლონიზაციაანოტაცია
ნაშრომი ეხება XIX საუკუნის პირველ ნახევარში გარე კახეთში, სოფელ სართიჭალასთან ჩამოსახლებულ გერმანელ კოლონისტებს. მათ ჩამოსახლებას ხელს უწყობდა რუსეთის იმპერია და ჩამოსახლების ხარჯებს მთავრობა სრულად ანაზღაურებდა. ცარიზმი ერთის მხრივ აცხადებდა, რომ გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლება ხელს შეუწყობდა საუკუნეების მანძილზე მტრისაგან გავერანებული დასახლებების ხელახლა დასახლებას და მათ ოაზისებად გადაქცევას, ხოლო მეორე მხრივ მათ რეალურ მიზანს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიაში პლაცდარმის შექმნა, რადგან ქართველთა არაერთი აჯანყების შედეგად ცარიზმი მიხვდა, რომ საქართველოს მოსახლეობა ადვილად არ შეეგუებოდა სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და განაგრძობდნენ ბრძოლას დამპყრობელთა წინააღმდეგ. გ. მანჯგალაძეს მის ნაშრომში ‘’გერმანელი კოლონისტები ამიერკავკასიაში’’, მოტანილი აქვს ცნობა, რომლის მიხედვითაც 1810 წლიდან რუსეთმა შეუწყვიტა იმპერიის ტერიტორიაზე გადმოსახლების მსურველ გერმანელებს დაფინანსება და მათ მხოლოდ საკუთარი ხარჯით შეეძლოთ გადასახლება. ეს შეზღუდვა არ ვრცელდებოდა სამხრეთ კავკასიაზე და ამ მხარეში რუსეთის იმპერია კვლავ თავისი ხარჯებით ასახლებდა კოლონისტებს, რაც ცალსახად ნათელს ხდის, რომ უცხოელთა კოლონიზაციას რუსეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. მიუხედავად რუსეთის კოლონიური მიზნებისა, გერმანელების საქართველოში ცხოვრება უაღრესად პოზიტიურად აისახა ქვეყანაზე, რადგან გერმანელებმა საქართველოში ჩამოიტანეს და დანერგეს მრავალი უცხო კულტურა, მაგ: კარტოფილი. გერმანელთა მიერ შექმნილი უმშვენიერესი არქიტექტურული ძეგლები საქართველოში დღემდეა შემორჩენილი.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 არხეიონი

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
You are free to:
- Share — copy and redistribute the material in any medium or format
- The licensor cannot revoke these freedoms as long as you follow the license terms.
Under the following terms:
- Attribution — You must give appropriate credit , provide a link to the license, and indicate if changes were made . You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
- NonCommercial — You may not use the material for commercial purposes .
- NoDerivatives — If you remix, transform, or build upon the material, you may not distribute the modified material.
- No additional restrictions — You may not apply legal terms or technological measures that legally restrict others from doing anything the license permits.


.webp)

