მდინარე ჭოროხზე ბარკასით ნაოსნობის ისტორიისათვის

ავტორები

  • რევაზ უზუნაძე აჭარის საარქივო სამმართველო Author
  • მერაბ უზუნაძე აჭარის საარქივო სამმართველო Author

საკვანძო სიტყვები:

მდინარე ჭოროხი, ბარკასი, ნაოსნობა, ჭოროხი

ანოტაცია

მდ. ჭოროხზე ნაოსნობა იღებს სათავეს შორეული წარსულიდან. იგი მუდამ ასრულებდა მნიშვნელოვან როლს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამეურნეოეკონომიკურ ცხოვრებაში. ჭოროხის სანაოსნო გზით შავშეთ-იმერხევის(ისტორიული კლარჯეთი), ნიგალის (ართვინი) მხარეები უკავშირდებოდნენ ზღვბისპირეთს (თ. ბერაძე, 1981;128-129; რ. უზუნაძე, 2001:227). ნაოსნობაში გამოიყენებოდა მდინარის ჰიდროგრაფიულ პირობებს შეხამებული ნავი. იგი ცნობილია `ჭოროხული ნავის~ სახელწოდებით (ალ. დავითაძე, 1983:63). ნავებით ართვინიდან (ძვ. ნიგალი), ბორჩხადან (ძვ. ფორჩხა) და სხვა მდინარისპირა პუნქტებიდან ბათუმში ჩამოჰქონდათ ტვირთები, გადმოჰყავდათ მგზავრები და პირიქით

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-10-20

გამოცემა

სექცია

Articles