ტანვარჯიშის საზოგადოება `სოკოლი //`შევარდენი~ ბათუმის ვაჟთა და პირველ ქართულ გიმნაზიებში (1910-1921 წლებში) (აჭარის საარქივო სამმართველოში დაცული დოკუმენტების მიხედვით)
საკვანძო სიტყვები:
ტანვარჯიშის საზოგადოება , სოკოლი , `შევარდენი, ბათუმი, პირველი ქართული გიმნაზია, 1910-1921ანოტაცია
აჭარის საარქივო სამმართველოს ფონდებში დაცულია მეტად საინტერესო დოკუმენტები ტანვარჯიშის საზოგადოება ,,სოკოლის“//,,შევარდენის~ შესახებ. ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის 1910 წლის 24 აგვისტოს ანგარიშით, რომელიც კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის სახელზეა შედგენილი, ირკვევა, რომ გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელ მახანს, საზღვარგარეთ მივლინება- ში ყოფნის პერიოდში, დაევალა ტანვარჯიშის მასწავლებლის შესაფერისი კანდიდატის მოძიება. მისი არჩევანი შეჩერდა 23 წლის ვაცლავ ადოლფის ძე კოუბაზე, რომელიც წარმოშობით იყო პრაღელი ჩეხი. მას დამთავრებული ჰქონდა ხუთკლასიანი სახალხო, სამკლასიანი საქალაქო სასწავლებლები და ორკლასიანი პროფესიული სკოლა უფროსებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ის წერდა და კითხულობდა რუსულად. კოუბას შეეძლო ტანვარჯიშის სწავლება სოკოლისებური და შვედური სისტემებით. იმ დროისათვის კოუბა პრაღის ვაჟთა თავშესაფარსა და საზოგადოება სოკოლის (უფროსი ასაკის ახალგაზრდების) განყოფილებაში მუშაობდა ტურნმეისტერად. საჭირო იყო კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის თანხმობა, რომლის შემდეგ უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება კოუბასთან. ვაჟთა და ქალთა გიმნაზიების გარდა, მას თავისუფალ დროს მეცადინეობა უნდა ჩაეტარებინა არნოლდის პროგიმნაზიაში, სახელოსნო და საქალაქო სასწავლებლებში, აგრეთვე ბათუმში ახლად გახსნილ ფიზიკური განვითარების დამხმარე საზოგადოებაში
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 არხეიონი

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
You are free to:
- Share — copy and redistribute the material in any medium or format
- The licensor cannot revoke these freedoms as long as you follow the license terms.
Under the following terms:
- Attribution — You must give appropriate credit , provide a link to the license, and indicate if changes were made . You may do so in any reasonable manner, but not in any way that suggests the licensor endorses you or your use.
- NonCommercial — You may not use the material for commercial purposes .
- NoDerivatives — If you remix, transform, or build upon the material, you may not distribute the modified material.
- No additional restrictions — You may not apply legal terms or technological measures that legally restrict others from doing anything the license permits.


.webp)

