თხილვანის მენჰირი: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს წარმართული ხანის მეგალითური კულტურა
საკვანძო სიტყვები:
თხილვანა, მენჰირი, მეგალითი, თამარ მეფე, ხიხანის ციხე, ფოლკლორი, წარმართობაანოტაცია
აბსტრაქტი. წინამდებარე ნაშრომი ეხება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში დაფიქსირებულ უნიკალურ მატერიალური კულტურის ძეგლს - წარმართული პერიოდის საკულტო მენჰირს. კვლევაში განხილულია ძეგლის გეოგრაფიული კონტექსტი (არსიანის ქედი, ზღვის დონიდან 1440 მ) და მისი არქეოლოგიურ-ფოლკლორული მნიშვნელობა. ფორმიდან გამომდინარე, ძეგლი მიჩნეულია ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებულ ფალოსის გამოსახულებად, რომლის გარშემოც ქტონურ ღვთაებებთან და წინაპრებთან კავშირის დასამყარებელი რიტუალები სრულდებოდა. ნაშრომში გაანალიზებულია მენჰირების ევოლუციის ეტაპები და მათი სახეცვლილება ქრისტიანულ ხანაში, რაც ეკლესიის მიერ წარმართულ კულტებთან ბრძოლის შედეგი იყო. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივ მეხსიერებას, სადაც ეს 2 ტონაზე მეტი წონის მეგალითი ხიხანის ციხესა და თამარ მეფის მითოლოგიზებულ სახეს უკავშირდება (მტრის შემოსევისას ციხიდან გადმოსროლისა და სურსათის ასაზიდი საბაგირო სისტემის ლეგენდები). მიუხედავად ქრონოლოგიური ატრიბუციის სირთულისა, ნაშრომი აჩვენებს, რომ თხილვანის მენჰირი წარმოადგენდა არა მხოლოდ რელიგიურ ორიენტირს, არამედ ტერიტორიული სუვერენიტეტის სიმბოლოს, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში საინტერესო ეთნოკულტურული ტრანსფორმაცია განიცადეს.
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2026 Authors Retain All Rights. The Journal Has the Right of the First Publication

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



.webp)

