ბათუმის სააქციო საზოგადოება „შელენგოვსკი და კ“. სოციალურ-ეკონომიკური და ინდუსტრიული ტრანსფორმაციის ისტორია საარქივო დოკუმენტების მიხედვით (1912-1922 წწ.)

ავტორები

  • ნინო გოგიტიძე აჭარის საარქივო სამმართველო Author
  • მზია სურმანიძე აჭარის საარქივო სამმართველო Author

საკვანძო სიტყვები:

ბათუმის ინდისტრიული ისტორია, სააქციო საზოგადოება, შელენგოვსკი, ქარხანა პლასტინა, ნაციონალიზაცია, სარევიზიო კომისია, აჭარის საარქივო სამმართველო

ანოტაცია

აბ­სტრაქ­ტი. წი­ნამ­დე­ბა­რე სტა­ტი­ა­ში აჭა­რის სა­არ­ქი­ვო სამ­მარ­თვე­ლოს ფონ­დებ­ში და­ცუ­ლი მა­სა­ლე­ბის (ფონ­დი ი-21) სა­ფუძ­ველ­ზე შეს­წავ­ლი­ლია ბა­თუ­მის სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა „შე­ლენ­გოვ­სკი და კ“-ს (შემ­დგომ­ში „პლას­ტი­ნა“) საქ­მი­ა­ნო­ბის ის­ტო­რია 1912–1922 წლებ­ში. ნაშ­რომ­ში გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია სა­წარ­მოს ტრან­სფორ­მა­ცი­ის ციკ­ლი ამ­ხა­ნა­გო­ბი­დან სა­აქ­ციო კომ­პა­ნი­ამ­დე, პირ­ვე­ლი სა­ო­პე­რა­ციო წლე­ბის მე­ნე­ჯე­რუ­ლი და ნედ­ლე­უ­ლის კრი­ზი­სე­ბი (შა­ვი რკი­ნის დე­ფი­ცი­ტი), მი­სი ფარ­თო ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი რე­გი­ო­ნულ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სუ­ბი­ექ­ტებ­თან (მათ შო­რის, ძმე­ბი ნო­ბე­ლე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, სა­ხელ­მწი­ფო ბან­კთან, თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­თან) და ში­და­ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა. სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით, გა­მოკ­ვლე­უ­ლია სა­წარ­მოს სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ფი­ლი, და­საქ­მე­ბულ­თა დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი და ეროვ­ნუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, ასე­ვე 1917 წლის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პე­რი­ო­დის გავ­ლე­ნა ში­და კორ­პო­რა­ცი­ულ ცხოვ­რე­ბა­ზე. სტა­ტი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რად­ღე­ბა ეთ­მო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დგომ ეტაპს (1922 წ.), რო­დე­საც მოხ­და სა­წარ­მოს ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია და მი­სი გარ­დაქ­მნა „პირ­ველ საბ­ჭო­თა ქარ­ხნად“. კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­არ­ქი­ვო ფონ­დი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მიკ­რო-ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როა მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწ­ყი­სის ბა­თუ­მის ინ­დუს­ტრი­უ­ლი და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ევო­ლუ­ცი­ის შე­სას­წავ­ლად.

გამოქვეყნებული

2026-10-30

გამოცემა

სექცია

სტატიები

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 > >> 

მსგავსი სტატიები

1-10 — 59

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.