მასალების გაგზავნა

მასალების გასაგზავნად საჭიროა შესვლა, ან რეგისტრაცია.

ავტორის სახელმძღვანელო

ჟურნალ "არხეიონში " დასაბეჭდი ნაშრომის შერჩევის წესი

 

ჟურნალ "არხეიონში" გამოქვეყნდება ნაშრომი, რომელიც თემატურად და სტრუქტურულად შეესაბამება მოთხოვნებს და წარმატებით გაივლის რეცენზირებას.
გამოსაქვეყნებლად შერჩეული ნაშრომის თემატიკა უნდა იყოს აქტუალური, შეიცავდეს გარკვეულ სიახლეს და ღირებულ დასკვნებს შესაბამისი მიმართულებების მიხედვით (რაც ასახული უნდა იყოს რეცენზენტების დასკვნაში).

გამოსაქვეყნებლად შერჩეული საარქივო უნდა იყოს განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტური წყაროები. 

 

ნაშრომის რეფერირების / რეცენზირების პროცედურა

 

ნაშრომი, რომლებიც თემატურად შეესაბამება ჟურნალის პროფილს და გაფორმებულია დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სარეცენზიოდ გადაეცემა შესაბამისი დარგის ორ ექსპერტს / რეცენზენტს. რეცენზირება ანონიმურია.

რეცენზენტებად შეირჩევიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეცნიერები, რომლებსაც თავის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ.

რეცენზენტი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით აფასებს სარეცენზიო ნაშრომს და ავსებს შესაბამის ფორმას. რეცენზია დადგენილ ვადაში გადაეგზავნება რედაქტორ(ებ)ს.

 

ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები:

  • საკვლევი თემის აქტუალურობა;
  • ნაშრომის მეცნიერული სიახლე;
  • ავტორის თვალსაზრისის დამაჯერებლობა;
  • პროფესიული კეთილსინდისიერება;
  • ენობრივი გამართულობა.

ჟურნალში ნაშრომები დაიბეჭდება ორივე რეცენზენტის დადებითი დასკვნის საფუძველზე. უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას ნაშრომის გამოქვეყნების შესახებ იღებს სარედაქციო საბჭო.

ნაშრომის ელექტრონული ვერსია გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: txil1968@gmail.com

ნაშრომის ენა: ქართული, ინგლისური, რუსული.

შენიშვნა: ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა

მასალის გაგზავნის მომზადების საკონტროლო სია

  • ნაშრომი უნდა ჰქონდეს: სათაური, რეზიუმე/აბსტრაქტი, საკვანძო სიტყვები, ძირითადი ნაწილი, დასკვნა და ანბანის მიხედვით დალაგებული დამოწმებული ლიტერატურის სია;
  • ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე ავტორი (არა უმეტეს 3 ავტორისა); უნდა მიეთითოს ავტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, ქვეყანა/ქალაქი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, აკადემიური ხარისხი, საკონტაქტო ელექტრონული მისამართი, ტელეფონი).
  • რეზიუმე უნდა მოიცავდეს თემის აქტუალურობას, კვლევის მიზანსა და ძირითად დასკვნებს. უნდა იყოს არანაკლებ 2500 სიმბოლო. გამოქვეყნებულ ქართულენოვან ნაშრომს უნდა დაერთოს ინგლისურენოვანი რეზიუმე, ხოლო უცხოენოვან ნაშრომს - ქართულენოვანი რეზიუმე.
  • ნაშრომს ავტორმა უნდა დაურთოს საკვანძო 4-8 სიტყვა ქართულად და რეზიუმეს/ აბსტრაქტის ენაზე.

Articles

Section default policy

კონფიდენციალურობის განცხადება

ელექტრონული ფოსტა და მისამართები, რომლებსაც შეიტანთ ამ საიტზე, გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ ჟურნალის საჭიროებისათვის და არ იქნება გამიზნული სხვა პირებსა თუ  ორგანიზაციებზე გადაცემისათვის.